Sunday, March 10, 2019
Saturday, October 17, 2015
Friday, September 18, 2015
Saturday, March 3, 2012
Tuesday, May 4, 2010
ეროვნული ტრადიციები–მაცოცხლებელი თუ "ხმელი"ფესვები?!
1.პროექტის სახელი: ეროვნული ტრადიციები–მაცოცხლებელი თუ „ხმელი“ ფესვები?!
2.პროექტის მოკლე აღწერა: ტრადიციების როლი და მნიშვნელობა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.।ტრადიციების მავნედ და სასარგებლოდ დაყოფა რელიგიურ და ჰუმანურ საფუძველზე .
३.პროექტის სრული აღწერა: პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები იხსენებენ მათთვის ნაცნობ და მოიძიებენ უცნობ ტრადიციებს, განიხილავენ მათ დადებით და უარყოფით მხარეებს.ტრადიციების მავნეობასა თუ სარგებლობიანობაზე დასკვნები გამოაქვთ მათი საფუძვლისა და მოსალოდნელი შედეგის მიხედვით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვაჟა–ფშაველას ალუდას და ჯოყოლას, რადგან სწორედ მათთან ხდება საოცარი ჭიდილი ტრადიციებისა. ორივე მათგანთან გამარჯვებული რჩება ის ტრადიცია,რომელიც ჰუმანიზმის პრინციპზე და რელიგიურ საწყისზე(„არა კაც ჰკლა“) არის დაფუძნებული.
პროექტის მონაწილენი სიღრმისეულად ეცნობიან ქართველი მწერლების შეხედულებებს ტრადიციებთან,მისი დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით(„მშობელ მიწაში მიდგას ფესვები“,წარსულ ნერგზე ახალ ნამყნის ველოდები შეხორცებას“...) „ისმენენ“ ძლივსგასაგონ ჩურჩულს „ერთი მუხის ხმელი ფესვებისა“, რომელთაც „ამაყი, გულშეუდრეკელი,ლამაზი შვილი“ გაზარდეს. მუშაობისას მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ „მუხის“ „თავმომწონე ყელყელაობა“ სწორედ ფესვების „შრომის და ღვაწლის“ შედეგია, იმ ქართული ფესვებისა, ასე დაუნანებლად რომ ვიშორებთ და საშიში,საიდანღაც გაჩენილი სიხარბით სხვისი,უცხო ფესვების მორგებას ვცდილობთ...
იმისათვის,რომ თვალსაჩინო გახდეს „ფესვების“, ანუ ტრადიციების მნიშვნელობა და აუცილებლობა ერის არსებობისათვის, პროექტში აქტიურად არის ჩართული ბიოლოგია,კონკრეტულად ბოტანიკა. ბავშვები ბიოლოგიის მასწავლებლის დახმარებით სწავლობენ მცენარის ფესვთა სისტემას,რომ არსებობს მთავარი ფესვები,რომელთა მოშორება გაანადგურებს მცენარეს, შეისწავლიან და დააკვირდებიან მყნობის ოსტატობას,გამოიტანენ დასკვნებს,რომ მაგალითად,ასკილზე კაკალი არ დაიმყნობა და არც მუხის ფესვები მიიღებენ, ლიმონი რომ დავამყნოთ... ტრადიციების შეფასებისას კარგი მაგალითია მცენარის, ხის გასხვლის წესები. მოსაშორებელი ტოტები სიმბოლურად დაუკავშირდება უვარგის, მავნე ტრადიციებს, რომლის შედეგი მუცალის მოკვეთილი მარჯვენა იყო და რომელზედაც ალუდამ, პირველად დასვა გენიალური კითხვა–„რაად მინდარის?!“
4.მონაწილეთა ასაკი:15–17წელი
5.ვადები,ხანგრძლივობა:სასწავლო წლის განმავლობაში
6.აქტივობები კლასში:ტექსტების გაცნობა, მოძიებული ტრადიციების განხილვა,ჯგუფური სამუშაო, დისკუსია, ილუსტაციების,ფოტო და ვიდეო–მასალის გაცნობა, პერიოდული გასვლები არჩეულ საკვლევ ტერიტორიაზე(მაგ:ხეხილის ბაღში,სხვადასხვა საბოსტნე მეურნეობაში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში).
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას: ბროშურა პროექტის სახელწოდებით, ღონისძიება იგივე სახელით,დატვირთული ქართული,ტრადიციული ცეკვა–სიმღერით,ქართული ცეკვის შინაარსის წარმოდგენით,საგაზეთო რუბრიკა,
8.სარგებელი სხვებისათვის:პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ბევრ ადამიანში მოხდება გარკვეული შეხედულებების გადაფასება,შეიტყობენ ბევრს საქართველოს სხვადასხვა კუთხის სხვადასხვა ეპოქის ადათ–წესებზე.
9.სამუშაო ენა:ქართული
საგნებთან,ეროვნულ სასწ.გეგმასთან კავშირი:ბიოლოგია,ისტორია,ხელოვნება(ფოლკლორი),მოსწავლეები იღებენ ცოდნას, იძენენ კვლევის,ანალიზის უნარ–ჩვევებს,
ელ.ფოსტა:marinashaqarashili@gmail.com
მარინა შაქარაშვილი

Subscribe to:
Posts (Atom)